Thursday, March 3, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ  თითოეული მასწავლებლის  პროექტის განხილვით. ყველამ  მოკლედ  ისაუბრა  თავის განხორციელებულ ან სამომავლოდ დაგეგმილ პროექტზე.
ვისწავლეთ   გვერდის გაჯეტის შექმნა, დასახელების შეცვლა, დამალვა და წაშლა.
ასევე გვერდის გაფორმება საათებით, კალენდრით, სხვადასხვა ანიმაციებით. განვიხილეთ საიტები საიდანაც შესაძლებელია ამ მასალის გადმოტანა.
ვისწავლეთ პროექტებზე მუშაობა, დავხვეწეთ  ბლოგზე  მუშაობა, შევისწავლე სასწავლო რესურსის შექმნა, რაც მეტად მჭირდებოდა ჩემს პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მერვე დღე

დღე დავიწყეთ ჩვენი პროექტისთვის ფასილიტაციის რესურსის შექმნით, რაც power point-ში რამდენიმე გვერდზე გავაფორმეთ.ეს იყო მითითებები მოსწავლეებისთვის, რაც ეხმარებათ  პროექტზე მუშაობაზე.

შემდეგი საკითხი იყო სიის გაჯეტის შექმნა. განვიხილეთ დრაივი ,როგორ უნდა ავტვირთოთ დრაივზე ფაილი, შევცვალოთ, წავშალოთ და ა.შ

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე დავიწყეთ  გამეორებით, გადავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდეები. შემდეგ გავარჩიეთ გარდნერის მრავალმხრივი  ინტელექტის თეორია. მოვარგეთ ჩვენს პროექტს,გავარჩიეთ თუ როგორ შეიძლება  ჩავრთოთ სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვები პროექტში, ვის რა დავალება მივცეთ რომ ეს იყოს მათთვის საინტერესო.ბოლოს შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის მსვლელობა.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დავიწყეთ წინა დღეს შექმნილი მასალის დათვალიერებით და გახსენებთ.ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება,ჩვენი პროექტისთვის გეგმის შედგენა . გავარჩიეთ გეგმა ზოგადად:
1. თავფურცელი
2. პრობლემა
3. მიზანი (მოსწავლის)
4. პროექტის მიმდინარეობა ( გაშლილი რამდენიმე სლაიდზე)
5.კვლევის შედეგი(დასკვნა)
6.პრობლემის დაგაჭრის გზები
7.გამოყენებული ლიტერატურა

ჩვენი საქაღალდის შეფასების რუბრიკებში შევინაეთ შხვადასხვა პროექტებიდან აღებული შეფასებები


Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

 ტრენინგის მეხუთე დღე დაიწყო იმით, თუ რამდენად  საჭიროა  საავტორო უფლებების დაცვა პროექტის კეთებისას. განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მოდელი: APA შაბლონი და შევინახეთ ჩვენი საქაღალდის ''საავტორო უფლებებში''. ვიმუშავეთ გაჯეტების კეთებაზე,  გაჯეტის ფონების შეცვლაზე, სურათების  ჩაწერაზე , ლინკის გაადმოწერაზე,სხვისი ბლოგის კომენტირებაზე. განვიხილეთ თუ როგორ ხდება ბლოგის წაშლა, აღდგენა, ფონის შეცვლა. გაჯეტში სურათის ჩასმა და გამოკითხვისთვის კითხვარების შედგენა.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

მეოთხე დღე დავიწყეთ წინა დღეს შექმნილი მასალის გამეორებით. შემდეგ გადავედით ინტელის საწავლო კურსის სახელმძღვანელოდან მეორე მოდულის მესამე აქტივობაში და  გავარჩიეთ  თუ როგორ უნდა  შეფასდეს პროექტი სამ ეტაპზე. ეს ეტაპებია: შეფასება პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ.  შემდეგ ჩვენს სამუშაო გეგმაში შევსებული მასალები გადავიტანეთ power point-ის 6 ფურცელზე.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეტ გავლილი საკითხების გამეორებით და გადავედით ახალ საკითხებზე.ეს იყო პროექტზე მუშაობის დაგეგმვა: შევიტანეთ მონაცემები პროექტის გეგმაში,შევუსაბამეთ ეროვნულ სასწავლო სტანდარტს.გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი შეკითხვები.